|
2018-05-14 10:59:49, 1623 ნახვა
სამართალი
სასამართლო ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს. როგორც ცნობილია, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. თავის მხრივ, დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს. შინაგან საქმეთა სამინიტრომ 12 მაისს კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაციები ჩაატარა. უწყების ცნობით, სპეცოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციას თითოეული დაკავებულის მიერ ნარკოტიკების გასაღების ფაქტებზე პოლიციას გააჩნია სასამართლო განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერები. ცნობისთვის, პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)