|
2018-05-14 01:41:10, 1698 ნახვა
სამართალი
რუსთაველის გამზირზე პოლიციის მისამართით ქვები ისროლეს - დაშავდა ერთი სამართალდამცველი
რუსთაველის გამზირზე, სადაც კონტრაქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით ბოთლებს, ქვებს და სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, შსს-ს ერთი თანამშრომელი დაშავდა. ადგილზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. კონტრაქციის მონაწილეები 9 აპრილის მემორიალთან მისვლას ცდილობენ, სადაც "თეთრი ხმაურის მოძრაობა" აქციას მართავდა, თუმცა სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. ტერიტორიაზე სპეცრაზმის დამატებითი ძალების მობილიზება ხდება, რომლებიც ფარებით და ხელკეტებით არინ შეიარაღებული. ამასთან, დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა კონტრაქციის 20-მდე მონაწილე დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე ამ დრომდე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები, რომლებიც აქციის დასაშლელად გამოიყენება. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის "ჩვენი თავისუფლებისთვის" მონაწილეებმა უკვე დატოვეს. ისინი სამართალდამცველებმა ტერიტორიას ავტობუსებით გაარიდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)