12:21 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 00:45:13, 1535 ნახვა

კომენტარი
გახარია: მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, მისი ორიენტაციის თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს თხოვა, სამართალდამცველების მითითებებს დაემორჩილონ და დაიშალონ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა და რელიგიური მრწამსისა.

„ეხლა მინდა გთხოვოთ დავემორჩილოთ პოლიციის მითითებებს, რათა დავიცვათ ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ამოცანა იქნება უმნიშვნელო. თითოეული ქართველი მოქალაქის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არ აქვს მნიშვნელობა მის ორიენტაციას, რელიგიურ მრწამსს თუ ასაკს. ასევე მინდა მივმართო ყველა ჩვენს მოქალაქეს, ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ და შევინარჩუნოთ მიღწევები, რომელიც გვაქვს და არ უნდა შევიდეთ კონფლიქტში. დავემორჩილოთ პოლიციის მითითებებს. ხვალ იმ დაპირებების გათვალისწინებით, მივცეთ საშუალება თბილისს, იცხოვროს ნორმალური ორშაბათი დღით. თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ქუჩაში დგას დღეს, არის მნიშვნელოვანი. ვცეთ ერთმანეთს პატივი და გავუფრთხილდეთ უსაფრთხოებას“, - განაცხადა შს მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics