|
2018-05-13 21:46:04, 1513 ნახვა
სამართალი
რუსთაველზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს - ერთ-ერთს სასწრაფო დახმარება დასჭირდა
რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. 9 აპრილის მემორიალთან, სადაც „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ აქციას მართავს, კონტრაქციის მონაწილეები ცდილობენ მისვლას. მათ ამის საშუალებას სამართალდამცავები არ აძლევენ. კონტრაქციის მონაწილეები პერიოდულად ცდილობენ პოლიციის კორდონები გაარღვიონ, თუმცა უშედეგოდ. ერთ-ერთი მცდელობის დროს სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს. მათგან ერთ-ერთს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა მისი გადაყვანა საჭირო არ გახდა. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე სამართალდამცველების დამატებითი ძალებია მობილიზებული. კონტრაქცია მიმიდნარეობს როგორც თავისუფლების მოედნის, ისე კინო რუსთაველის მხრიდან. ცნობისთვის, მეორე დღეა პარლამენტის წინ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს, სადაც კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. წუხელ აქციის რამდენიმე მონაწილემ 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა, რასაც საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ ამ ქმედებით მემორიალის შეურაცხყოფა მოხდა და კონტრაქციებს მართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)