12:18 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 21:30:49, 1509 ნახვა

კომენტარი
პრემიერმა სამართალდამცველებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გააძლიერონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, რუსთაველის გამზირზე, სადაც აქციები მიმდინარეობს, უსაფრთხოების ზომები გააძლიერონ.

მან საპირისპირო აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ნუ დაუშვებენ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო.

„მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა მხარეს, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა აზრის გამოხატვისას დაპირისპირება არის ყოვლად დაუშვებელი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, შევინარჩუნოთ ერთიანობა ერთი საერთო მიზნის გარშემო, რომელსაც ქვია ქვეყნის ხვალინდელი დღე, მომავალ თაობაზე ზრუნვა და მათი სიცოცხლის დაცვა. ნუ დავუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო. გავერთიანდეთ ადამიანების სიცოცხლის და ქვეყნის მომავლის დასაცავად“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics