|
2018-05-13 20:59:11, 1560 ნახვა
სამართალი
შს მინისტრს პარლამენტში მოუსმენენ
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში მოუსმენენ. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, გახარია დეპუტატების კითხვებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უპასუხებს. „შინაგან საქმეთა მინისტრთან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს. მას ყველა კითხვაზე აქვს პასუხი და მზად არის, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს დეპუტატებს. ვგეგმავთ, პარლამენტში ჩავატაროთ იურიდიული, ადამიანის უფლებების დაცვის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც მოვიწვევთ შინაგან საქმეთა მინისტრს. ნებისმიერ დეპუტატს საშუალება ექნება, მინისტრისგან მოისმინოს პასუხები მათ მიერ ჩატარებული ღონისძიების ნებისმიერ დეტალზე“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)