23:14 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 19:38:21, 1316 ნახვა

სამართალი
მორიგი დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე - დაკავებულია კიდევ 1 პირი

რუსთაველის გამზირზე, სადაც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველებსა და  კონტრაქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ვიათარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეებმა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ აქტივისტებს მიმართეს და გვერდში დგომისკენ მოუწოდეს.

აღნიშნულს „ეროვნული ერთობის“ აქტვისიტების აგრესია მოჰყვა. მათ პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტთან მისვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ  მისცეს. სწორედ ამ დროს მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.

ამის შემდეგ „ეროვნული ერთობის“ წევრებმა სამართალდამცველების ქმედებას „სამარცხვინო“ უწოდეს.

დაძაბული ვითარების გამო, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეფერხებით მიმდინარეობდა. ასევე, სამართალდამცველების დამატებითი ჯგუფების მობილიზება გახდა საჭირო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics