16:18 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 16:08:02, 1445 ნახვა

პოლიტიკა
აქციის მონაწილეებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

აქციის მონაწილეების თქმით, გუშინდელი განცხადებები, რომ  მათ მემორიალზე იცეკვეს და ამით შეურაცხყვეს მემორიალი, აფსურდია.

"თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრის, ბექა წიქარიშვილის თქმით, ამ სიმბოლური ჟესტით გამოეხმაურნენ იმ უკმაყოფილებას, რომელიც სოციალურ ქსელებში აქციის მონაწილეების მიერ გუშინ მემორიალზე ცეკვას მოჰყვა. მისი განმარტებით, ეს იყო ორგანიზაციული გადაცდომა და იმ ადამიანებს, ვინც ეს შეურაცხყოფად მიიღო, ბოდიშს უხდის.

„ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე. ვინც შეურაცხყოფად მიიღო, გუშინ იქ რომ ცეკვავდნენ, მინდა გაგხსენოთ, რონ 9 აპრილსაც სიმღერით და ცეკვით დახვდნენ ჯარს და დარწმუნებული ვართ, გუშინ რომ აქ ყოფილიყვნენ, ისინიც იცეკვებდნენ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics