13:12 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 15:35:25, 2241 ნახვა

საზოგადოება
სააგენტო „ნატალის“ დამფუძნებელი ნატა სამადალაშვილი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, სამოდელო სააგენტო "ნატალის" დამფუძნებელი ნატა სამადალაშვილი გარდაიცვალა.

25 წელია ნატა სამადალაშვილი საქართველოში წამყვან მოდელებს ზრდიდა და დღესდღეობით ყველაზე წარმატებული ნაკადის აღმოჩენაც მის ანგარიშზეა. 
უნდა აღინიშნოს, რომ სამოდელო სააგენტოს არსებობის მანძილზე წინსვლისა და წარმატების საწინდარი არაერთი ლამაზმანისთვის გამხდარა. მათ შორის ისეთი ცნობილი ტელესახეები, თუ მოდელები არიან, როგორებიც თიკა ფაცაცია, კრისტი ყიფშიძე, თამუნა გაბრიელაშვილი, თიკო ნატროშვილი და სხვები.
"1994 წელს დავიწყეთ. ბევრი მეუბნებოდა, რას აკეთებ, ვერ ხედავ, რა დროაო, სკეპტიკურად უყურებდნენ ამ საქმეს. მე მანამდე ბალერინა და მანეკენი ვიყავი, ანუ ამ საქმეში პრაქტიკული გამოცდილება მქონდა, თუმცა საქართველოში სამოდელო სფეროში არანაირი მეთოდიკა არ არსებობდა. მადლობა ღმერთს, ისეთი მშობლები მყავდა, ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მოვასწარი ცხოვრებაში. ბევრი თაობა აღვზარდეთ, მათ შორის ქართველი ტოპმოდელების პირველი თაობა. უცნაურია, იცით - მართალია, რთული წლები იყო, მაგრამ ამ წამოწყებას ხალხი მაინც დიდი ინტერესით შეხვდა. მაშინ ხალხს ფულიც უფრო მეტად ჰქონდა და რაღაცის კეთების ხალისიც, ვიდრე დღეს." - განაცხადა ნატა სამადალაშვილმა "ფანტაიმთან" ინტერვიუში.

ფანტაიმის ფოტო





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics