|
2018-05-12 17:00:35, 1607 ნახვა
სამართალი
ბათუმში აქციაზე დაკავებული სამი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
ბათუმში აქციაზე დაკავებული სამი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ერთი პირის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღდეგობის გაწევას გულისხმობს, ხოლო 2 პირი მხოლოდ 173-ე მუხლით დააკავეს. აქციის ამ დროისთვის 6 მაისის პარკისკენ მიემართებიან. ისინი თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. შეგახსენებთ, გვიან ღამით, კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც შსს-ს ცნობით, 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც ახალგაზრდებმა კლუბების მიმდებარე ტერიტორიებზე აქცია გამართეს. მათ გზები გადაკეტეს. აღნიშნულს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა ადგილზე ათობით ადამიანი დააკავა. თვითმხილველების თქმით, სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ამასთან, დაპირისპირების დროს, აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმრების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი ამ დროისთვის გათავისუფლებულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)