|
2018-05-12 12:44:15, 1443 ნახვა
სამართალი
შსს ზვიად გელბახიანის შესაძლო ცემის შესახებ ინფორმაციას უარყოფს
შინაგან საქმეთა სამინისტრო კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი მფლობელის, ზვიად გელბახიანის შესაძლო ცემის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, იზოლატორში შეყვანისას, გარეგნული დათვალიერებით, გელბახიანს რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ მოქალაქე ზვიად გელბახიანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მისი შესაძლო ცემის შესახებ. აღნიშნული წარმოადგენს ცრუ ინფორმაციას. მოქალაქე გელბახიანი გადაყვანილი იყო დროებითი მოთავსების იზოლატორში. იზოლატორში შეყვანისას, გარეგნული დათვალიერებით, აღნიშნულ მოქალაქეს რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა და არც სამართალდამცველების მიმართ გამოუთქვამს პრეტენზია“, - განაცხადა ბორცვაძემ.
შსს-ს ოფიციალური განმარტება ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)