|
2018-05-12 05:43:52, 1736 ნახვა
სამართალი
პარლამენტთან გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე და კიდევ 4 პირი დააკავეს - ვიდეო
პარლამენტის შენობის წინ "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე და კიდევ 4 პირი დააკავეს. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ჯერჯერობით უცნობია თუ სად ყავთ გადაყვანილი ჯაფარიძე. ზურაბ ჯაფარიძე გვარაჯალაძისგან და პოლიციელებისგან ითხოვდა პასუხისმგებელი პირების განმარტებას, სამართალდამცავები აქციაზე მყოფ პირებს უმიზეზოდ რატომ აკავებენ. გვარჯალაძემ ამ კითხვას პასუხი ვერ გასცა და თქვა, რომ თვითონაც არ იცის რა ხდება. პარლამენტის პერიმეტზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული, მათ ჩაკეტილი აქვთ, პარლამეტთან მისასვლელი გზები, ადგილზე რამდენიმე სასწრაფოს მანქანაცაა. შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს კლუბ „ბასიანში“ და კეფე „გალერიში“ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. ლაშა მესხის ფოტო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)