10:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 19:19:23, 1443 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია: ივანიშვილისგან სიახლე არ გაგვიგია, გარდა იმისა, რომ ფარაონი დაბრუნდა

ივანიშვილისგან სიახლე არ გაგვიგია, გარდა იმისა, რომ ფარაონი დაბრუნდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

ბოკერია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და მის მიერ პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილს მომავლის და ქვეყნის წინსვლის არანაირი ხედვა არ აქვს. 

,,სიახლე არაფერი არაა, გარდა იმისა რომ ფარაონი გამოჩნდა. კვლავ წარსულის და ოპონენტების ლანძღვა, საკუთარი თავის ქება, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე უტიფარი განცხადება. 
მას არ აქვს მომავლის და ქვეყნის წინსვლის არანაირი ხედვა, არ იცის როგორ უნდა გამოვიდეთ ამ ჩიხიდან, რომელშიც მის გამო მოვხვდით. ევროპული საქართველო არაფერს სასიკეთოს ამ ცვლილებებიდან არ ელის. ჩვენი ეროვნული ამოცანა უნდა ამ კაცის და მისი გუნდის წასვლა ხელისუფლებიდან  მშვიდობიანად და არჩევნების გზით. 

ივანიშვილს აქვს ილუზია, რომ ამ კომუნისტური მოდელის შემოტანით, როცა პარტიის უფროსი არის პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელი და ყველა ინსტიტუტზე მაღლა მდგომი, უშველის არაფორმალურ მმართველობას,  რაზეც  ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი მიუთითებს. ჩვენი ქვეყნისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რა ხდება ივანიშვილის თავში. არსებითი მნიშვნელობა აქვს როდის დავამთავრებთ ამ პოლიტიკურ უბედურებას არჩევნების გზით,’’ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დღეს "ქართული ოცნების" რიგით მე-5 ყრილობა ჩატარდა. პარტიის წევრებმა თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს და ასევე პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics