|
2018-05-11 17:56:00, 1504 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: აღარ არსებობს ელიტარული კორუფცია - ისე როგორც არასდროს, ბიზნესი თავისუფალი და დაცულია
„აღარ არსებობს ელიტარული კორუფცია. ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენები, მონოპლიზირებული სფეროები სადაც ფეხის შედგმის გაფიქრებაც კი, ჩვეულებრივ მეწარმეს მრავალწლიან პატიმრობად და მთელი ქონების დაკარგვად უჯდებოდა“, -ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე განაცხადა. ივანიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს ისტორიაში, ისე როგორც არასდროს, ბიზნესი თავისუფალი და დაცულია. „დღეს სრულად დაცული და ხელშეუხებელია ერთ-ერთი მთავრი სოციალური ინსტიტუტი, ადამიანის განვითარების ძირითადი საფუძველი, კერძო საკუთრება რომელიც წინა ხელისუფლების დრო ფეხქვეშ გათელილი და განადგურებული იყო. აღარ არსებობს ელიტარული კორუფცია. ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენები, მონოპლიზირებული სფეროები სადაც ფეხის შედგმის გაფიქრებაც კი ჩვეულებრივ მეწარმეს მრავალწლიან პატიმრობა და მთელი ქონების დაკარგვად უჯდებოდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს ისე როგორც არასდროს საქართველოს ისტორიაში თავისუფალი და დაცულია ბიზნესი. ქვეყანაში დოვლათის და კეთილდღეობის შექმნის მთავარი საფუძველი, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. სწორედ ამან განაპირობა რომ მსოფლიო ეკონომიკაში ბოლო წლებში არასტაბილურობის მიუხედავად საქართველო ყველა ორგანიზაციის შეფასებით კაპიტალის დაბანდების თვალსაზრისით ერთ-ერთი მიმზიდველი და საინტერესო ქვეყანაა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობამ კი შარშან საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ბოლო ხუთი წლის მონაცემებით ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველო ლიდერობს რეგიონში, ხოლო სავალუტო ფონდის განახლებული ბოლო მონაცემებით, მომავალი ექვსწლიანი ზრდის პროგნოზული მონაცემებით საქართველო ლიდერი არა თუ რეგიონში, არამედ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორით.“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)