|
2018-05-11 13:03:12, 1380 ნახვა
სამართალი
სამტრედიის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს - თავდამსხმელი დაკავებულია
სამტრედიის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. "გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1950 წელს დაბადებული პირი, თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით, მომხდარი დაჭრის ფაქტზე ცხელ კვალზე დავაკავეთ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 1989 წელს დაბადებულ პირს პირს ურთიერთშელაპარაკებისას მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადავიყვაეთ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაძიანების ფაქტზე მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)