2018-05-11 11:58:35, 1536 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაცის, რომ ის „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ღირსეულ კანდიდატს წარადგენს.
„ბევრი ჭორი წამოვიდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რა თქმა უნდა ეს არ შეესაბამება რეალობას. თუმცა, რაც შემიძლია დავადასტურო არის ის რომ „ქართულ ოცნებას“ ეყოლება ღირსეული კანდიდატი რომელიც ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს შემოდგომის არჩევნებზე“,- აღნიშნა ბახტაძემ.
ავტორი: ,