12:29 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 18:34:02, 1698 ნახვა

საზოგადოება
კომისიამ „ბილაინი“ „FREEVOLUTION“-ის პაკეტში დარღვევა აღმოუჩინა და გააფრთხილა

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ვიონი საქართველო" წერილობით გააფრთხილა და მომხმარებლებისთვის შეთავაზებული ე.წ. „FREEVOLUTION"-ის პაკეტის ფარგლებში, მობილურ ხმოვან მომსახურებაზე დაწესებული ტარიფის საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოყვანა დაავალდებულა.

როგორც კომისიაში აცხადებენ, ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დადასტურდა, რომ ე.წ. „FREEVOLUTION"-ის პაკეტის ფარგლებში, აბონენტებისთვის გაწეული მობილური ხმოვანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ვერ ფარავდა ამ მომსახურებისთვის გაწეულ დანახარჯებს.

„2017 წლის 6 თვის პერიოდის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის თანახმად, მობილურ საბითუმო ხმოვან მომსახურებაზე გადანაწილების შედეგადა „FREEVOLUTION"-ის  საცალო პაკეტებზე მიკუთვნებული დანახარჯები შემოსავლებს დაახლოებით ოთხჯერ აღემატება.

აღნიშნული გარემოებით დადასტურდა, რომ შპს „ვიონი საქართველომ" მომხმარებელთა ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა და მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე მოახდინა, რითაც მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება დაარღვია“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics