|
2018-05-10 17:47:42, 1270 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის დეტალები განმარტა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის მიერ დაგეგმილი საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის დეტალებზე ისაუბრა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, რეფორმაზე მუშაობის პროცესში შესწავლილ იქნა არაერთი ქვეყნის მაგალითი. დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების და მათ მიერ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც იდენტიფიცირებულია - ესაა უზრუნველყოფის წვდომა. „აღნიშნულ პრობლემას სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვანაირად წყვეტს, პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა, რომელიც აპრობირებულია და ძალიან კარგი შედეგი აქვს, საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მექანიზმია. ფონდის ძირითადი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესი კომერციულ ბანკში მიდის სესხის ასაღებად, კომერციულ ბანკს საკრედიტო-საგარანტიო ფონდმა მისცეს თანაუზრუნველყოფა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ბიზნესს წვდომა ძალიან უადვილდება“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 9 მაისს ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, საპარტნიორო ფონდის და საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა თურქეთის დელეგაცია, რომელიც საქართველოს მთავრობამ სპეციალურად ამ მიზნით მოიწვია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით: „შარშან თურქეთს ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა, 7%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა. თურქეთის მთავრობის განცხადებით, ამ ზრდაში 2 % სწორედ საკრედიტო-საგარანტიო სქემის დამსახურება იყო - თურქეთში დღეს საკრედიტო-საგარანტიო სქემას 225 ათასზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს. თუმცა, თურქეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ასეთი მექანიზმი მუშაობს - ასეთი ინსტრუმენტი მხოლოდ ევროპის მასშტაბით 26 ქვეყანაშია დანერგილი, რაც ძალიან ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს“. საქართველოს ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეფორმაზე მუშაობის პროცესში მთავრობას ძალიან აქტიური კონსულტაციები ექნება ყველა დაინტერესებულ პირთან. „სწორედ ამიტომ არიან ჩართულნი სამუშაო პროცესში ეროვნული და კომერციული ბანკები, ახლა ვმუშაობთ ფონდის დიზაინზე. როგორც ვფიქრობთ, ფონდის დიზაინის მიხედვით - ერთი მესამედი უნდა იყოს სახელმწიფოს თანამონაწილეობა, ერთი მესამედი - ბანკების, ხოლო დანარჩენ ნაწილში ჩვენ გვინდა მოვიწვიოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის ევროკავშირი, რათა გვქონდეს ფონდის საუკეთესო მართვა, შესაბამისად მივიღოთ საუკეთესო შედეგი და ის გამოცდილება, რომელიც ევროკავშირშია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. რაც შეეხება ფონდის ბიუჯეტს - პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაზე, რომლის დასრულების შემდეგ მთავრობას უფრო დაზუსტებული ხედვები, თუ რამდენი უნდა იყოს ბიუჯეტი და სახელმწიფომ რისკის რა თანაგაზიარება უნდა გააკეთოს. „მთავარი ის არის, რომ მცირე და საშუალო საწარმოებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი კრედიტის აღებაში“, -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)