12:29 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 13:50:44, 1417 ნახვა

საზოგადოება
ვაშინგტონში ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი გაიხსნა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ ალექსანდრე ქართველის ასოციაცასთან ერთად ალექსანდრე ქართველისადმი მიღძვნილი საღამოების ციკლის Alexander Kartveli STEM Speaker Series გახსნით საღამოს უმასპინძლა.

საქართველოში დაბადებული ალექსანდრე ქართველიშვილი აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად არის მიჩნეული. საგარეო უწყების ინფორმაციით, საღამოების ციკლი მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად.

საღამო საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ გახსნა. მან NASA-ს მიერ კოსმოსში ქართული სიმღერის ჩაკრულოს გაშვება აღნიშნა. საღამოზე ასევე სიტყვით გამოვიდა ალექსანდრე ქართველის ასოციაციის პრეზიდენტი რიჩარდ რუბინი, რომელმაც ალექსანდრე ქართველის ცხოვრებასა და მის ნამუშევრებზე ისაუბრა.​

​გახსნით საღამოზე სიტყვით წარსდგა NASA-ს ცნობილი ინჟინერი,  ჯონ კასანი,  რომელიც 50 წელზე მეტია სხვადასხვა კოსმოსურ მისიებს აწყობს. სიტყვით გამოსვლისას, ჯონ კასანიმ საკუთარ მისიებსა და NASA-ს მიერ ჩატარებულ სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics