21:08 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 21:17:43, 2135 ნახვა

სამართალი
ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ძმა შსს-ს ინსპექტორ-გამომძიებელია

ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე ერთ-ერთი დაკავებულის ძმა შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, მას შემდეგ,  ხსნებულ ინსპექტორ-გამომძიებელს მისი ძმის დაკავების შესახებ ეცნობა, მან სამინისტროს ხელმძღვანელობას მისი დათხოვნის შესახებ პატაკით მიმართა.

„2018 წლის 7 მაისს ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა 2 მოქალაქე. საგამოძიებო დანაყოფისთვის ცნობილი იყო, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ძმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიების მსვლელობის პარალელურად, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები პოლიციელის დანაშაულებრივ საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობის დადგენის მიზნით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ხსნებულ ინსპექტორ-გამომძიებელს მისი ძმის დაკავების შესახებ ეცნობა მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდგომ. მან იმავე დღეს პატაკით მიმართა სამინისტროს ხელმძღვანელობას მისი სამინისტროს რიგებიდან დათხოვნის შესახებ.

ამ ეტაპზე ხსენებული პირის დანაშაულში მონაწილეობის ფაქტი არ დასტურდება, თუმცა აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დანაშაულში მონაწილეობის ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნულ პირს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics