2018-05-08 18:37:10, 2170 ნახვა
სამართალი
მცხეთაში ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულებიც
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანში, ავტოავარიის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი, დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ბავშვია.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგა საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ავტორი: ,