11:10 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 14:32:18, 1319 ნახვა

საზოგადოება
პროექტის „კოლხეთის ტყის გენეტიკური რესურსების შესწავლა და დაცვა“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში პროექტის „კოლხეთის ტყის გენეტიკური რესურსების შესწავლა და დაცვა“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.

სამწლიანი პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლების მიერ, ტყის იშვიათი სახეობების ინვენტარიზაცია განხორციელდა; ასევე, აღნიშნული სახეობების გავრცელების ამსახველი რუკები და ვებგვერდი (www.forestgenresources.ge) ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადდა.

პროექტის შედეგების პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სატყეო ინსტიტუტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები დაესწრნენ. 

პროექტის „კოლხეთის ტყის გენეტიკური რესურსების შესწავლა და დაცვა“ ფარგლებში, მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყის უბნების აღწერა და ტყის იშვიათი სახეობების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა პირველად აჭარის რეგიონში განხორციელდა. კვლევის პროცესში ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიხედვით შედგენილი წითელი ნუსხის კორექტირებისთვის მომზადდა რეკომენდაციები. პროექტის ფარგლებში, სტუდენტებისთვის მეტყევეობის საზაფხულო სკოლაც მოეწყო, სადაც თეორიულ სწავლებასთან ერთად, 20-მდე სტუდენტმა ბეთანიის ტყეში პრაქტიკული სწავლება გაიარა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics