|
2018-05-08 13:31:11, 1688 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი ბენ კარდინი: საქართველოში აგრესიისთვის რუსეთს საფასური არ გადაუხდია და არც იხდის
საქართველოში აგრესიისთვის რუსეთს საფასური არ გადაუხდია და აქამდე არ იხდის, - ამის შესახებ მერილენდის შტატის სენატორმა ბენ კარდინმა, ვაშინგტონის საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ცენტრში, კრემლის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა და მათი შედეგების შეფასებისას განაცხადა. როგორც სენატორმა აღნიშნა, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს კურსის შეცვლა და სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა ზეწოლით უნდა აიძულოს. „ამ მექანიზმების გამოყენების გამოყენების მიზანი არის ის, რომ რუსეთმა შეცვალოს ქმედებები. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, ის უკრაინის ნაწილია. ჩვენც და პრეზიდენტმა ტრამპმაც ამის შესახებ მკაფიოდ განვაცხადეთ. ჩვენი პოლიტიკა მდგომარეობს იმაში რომ რუსეთის ჩარევა სუვერენულ ქვეყნებში შევაჩეროთ და შევცვალოთ მათი გათვლები. გავიხსენოთ ისტორია, რა იყო რუსეთის მიერ მოლდოვაზე თავდასხმის საფუძველი. მოლდოვაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთს საფასური ნამდვილად არ გადაუხდია. ვნახოთ, რა მოხდა საქართველოში, როგორ უპასუხა საქართველომ და როგორი იყო საერთაშორისო გაერთიანების რეაქცია. რუსეთს არ გადაუხდია საქართველოში შეჭრისთვის საფასური და არც იხდის. შეხედეთ რა ხდება გლობალურად. რა ხდება ჩვენ სამ ნატოელ მოკავშირე ქვეყნაში, უნგრეთში, პოლონეთსა და თურქეთში. იზრდება ნაციონალიზმი რაც იწვევს ერთიანობის ნაკლებობას ევროპის შიგნით. საქართველოს მისწრაფებაზე იყოს ნატოს პარტნიორი უმეტესწილად უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთის ქმედებები“,- განაცხადა კარდინმა. ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები იარაღის მწარმოებელი რუსული კომპანიების პარტნიორი ქვეყნების მთავრობის წევრებისა და ინდივიდუალური პირების დასჯას ითხოვენ . შესწორება აშშ-ის 2019 წელის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტშია მოყვანილი. გარდა ამისა, შეზღუდვები შეიძლება დააწესონ იმ ქვეყნების მთავრობის წევრთა მიმართ, რომლებიც რუსეთში წარმოებულ აღჭურვილობას ყიდულობენ.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)