04:56 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 17:44:55, 1818 ნახვა

ეკონომიკა
სებ-ი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოსთან დაკავშირებულ ახალ პროექტს აქვეყნებს

ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, ეროვნული ბანკი "ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების" პროექტს ასაჯაროებს. 

დებულების პროექტის მიზანია საკრედიტო სტანდარტებისა და საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესება და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების ხელშეწყობა, რათა ჭარბვალიანობით გამოწვეული რისკებისგან მსესხებელთა უფლებების დაცვა მოხდეს.

სებ-ის ინფორმაციით, დოკუმენტი სესხის გაცემის კრიტერიუმებს ადგენს, რომელთა შესრულებაც დებულების დამტკიცების შემდეგ,საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის  სავალდებულო იქნება.
 
აღნიშნული პროექტის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: სამართლებრივი აქტების პროექტები. ამ ინიციატივის ფარგლებში, ეროვნული ბანკი მიესალმება დაინტერესებული პირებისგან შემოთავაზებების, შენიშვნებისა და შეკითხვების მიღებას. პროექტზე მოსაზრებების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Retaillending@nbg.gov.ge 
 
ამასთან, შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი სამართლებრივი აქტის მხოლოდ სამუშაო ვერსიას წარმოადგენს, რომელიც საბოლოო რედაქციამდე, განხილვის პროცესში, შეიძლება შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს დაექვემდებაროს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics