2018-05-07 16:24:16, 1607 ნახვა
სამართალი
ზუგდიდის ცენტრში ქალი დააყაჩაღეს
ზუგდიდის ცენტრში ქალი დააყაჩაღეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ თვითმხილველმა განუცხადა, დაუდგენელმა პირმა, “ცისარტყელასთან”, ქალბატონს ჩანთა წაართვა და გაიქცა.
დაზარალებულის თქმით, მას ჩანთაში მობილური ტელეფონი, 100 ლარიანი კუპიურა და 500 აშშ დოლარი ჰქონდა. თავდამსხმელმა ტელეფონი და ჩანთა შემთხვევის ადგილზე დააგდო, ფული კი წაიღო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათთან ყაჩაღობის შესახებ შეტყობინება არ შესულა.
ავტორი: ,