11:10 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 15:42:36, 1467 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ თამარ მეფის ხიდის პანდუსზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის  მერმა კახა კალაძემ თამარ მეფის ხიდის პანდუსზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური აწარმოებს.  

დედაქალაქის მერის განცხადებით,  სამუშაოების დაწყების შემდეგ  კიდევ უფრო მეტი პრობლემა გამოიკვეთა და მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია გადაწყდა.

„თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსი ავარიულ მდგომარეობაში იყო და გადაუდებელი წესით განვახორციელეთ შესყიდვა. როდესაც სამუშაოები დავიწყეთ, გამოჩნდა კიდევ უფრო მეტი პრობლემები - დაზიანებულია საყრდენები და კოჭები, შესაბამისად, ამ კონკრეტული მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მოგვიწევს. პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ორ თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც იკვეთება, დამატებითი სამუშაოებია ჩასატარებელი. ბოდიში უნდა მოვუხადო მძღოლებს შეფერხებისთვის,  მაგრამ ჩამონგრევის საშიშროება იყო. ამჟამად კი რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს და ძალიან მალე დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოებს  შპს „ენ სი სი“ აწარმოებს. რეაბილიტაციისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი დაიხარჯება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics