10:53 - 27 Apr, 2026
|
2018-05-07 10:38:50, 2039 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანის შს მინისტრი დაჭრეს
პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი აჰსან იქბალი დაჭრეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, მის მოკვლას ცდილობდა. გავრცელებული ცნობით, მინისტრის ავტომობილს ცეცხლი 20-22 წლის პირმა ქალაქ ნაროვალში მიტინგის დროს გაუხსნა. შედეგად იქბალი მხარში დაიჭრა. თავდამსხმელი დაკავებულია. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ იქბალს ტყვია მხარში აქვს მოხვედრილი. მისი თქმით, მინისტრის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ოფიციალური პირების განცხადებით, თავდამსხმელი მალევე დააკავეს. აღსანიშნავია, რომ იქბალი მთავრობაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)