10:54 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-06 18:46:23, 2359 ნახვა

მსოფლიო
ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 72 ადამიანი დააკავეს

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთის ქალაქ იზმირში 70-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიციაზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. 

პოლიციის წყაროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის FETO-ს მაღალჩინოსანი წევრია. პოლიციამ დღეს რეიდი 118 მისამართზე ჩაატარა, რომელიც გამოიყენებოდა, როგორც ორგანიზაციული საქმიანობის თავშესაფარი. 

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა მეშვიდედ გახანგრძლივდა. 

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.1 ათასზე მეტი დაშავდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანის სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, განათლების სისტემაში, არმიასა და სპეცსამსახურებში მასობრივი წმენდა დაიწყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics