10:56 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-06 15:55:04, 2202 ნახვა

მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ირანთან ომისთვის მზადაა

ისრაელისთვის უკეთესი იქნება, თუ ირანს ადრე დაუპირისპირდება, ვიდრე გვიან, თუმცა ისრაელს არ სურს ესკალაცია, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანი სირიისთვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოფიციალური თეირანის ეს ქმედება საფრთხეს უქმნის ისრაელს.

„ჩვენ მზად ვართ, შევაჩეროთ ირანის აგრესია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ბრძოლას ნიშნავს. სჯობს ახლა, ვიდრე გვიან. იმ ქვეყნებმა, რომლებიც დროულად არ იყვნენ მზად აგრესიაზე საპასუხო ქმედებებისთვის, შემდეგ უფრო დიდი საფასური გადაიხადეს. ჩვენ არ გვსურს ესკალაცია, მაგრამ ყველა სცენარისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ასევე, ისრაელის მთავრობა შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში ირანელი სამხედროების დისლოცირების გამო.ნეთანიაჰუმ გასულ კვირას ირანს მსოფლიოს მოტყუებაში დასდოს ბრალი. ისრაელის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ირანი წლების განმავლობაში უმალავდა მსოფლიოს ბირთვული იარაღის პროგრამას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics