10:35 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-06 15:48:35, 1957 ნახვა

საზოგადოება
მარათონს - Wings for Life მსოფლიო რბენა 2018-ს საქართველო კახეთიდან უერთდება

საქველმოქმედო მარათონი Wings for Life მსოფლიო რბენა კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეხუთედ იმართება.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, წელს კახეთში სარბენად 7 000 მონაწილე დარეგისტრირდა.

მსოფლიო რბენაში მონაწილეობას იღებს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. მასობრივ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად კახეთს ესტუმრა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დელეგაცია პრეზიდენტ ტომაშ აიანის ხელმძღვანელობით.

დღეს ერთად დარბიან პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია მსურველი 18 წლის იყოს. მსოფლიო რბენას სხვა შეზღუდვა არ აქვს.

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული სარბენი მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი. არის მხოლოდ „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთის შემდეგ დაიძვრება, 15 კმ/ს სიჩქარით დაიწყებს მოძრაობას და მაქსიმალურ სიჩქარეს – 35 კმ/ს განავითარებს. თუკი „ფინიშ მანქანა“ მორბენალს გადაუსწრებს, ის შეჯიბრს გამოეთიშება. მორბენლებს უკან, სტარტზე, სპეციალური ავტობუსებით დააბრუნებენ.

წელს „ფინიშის მანქანის“ საჭესთან ავტომრბოლელი დათა ქაჯაია იქნება.

Wings for Life World Run 2018-ის ორგანიზატორია კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. პროექტი ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ თანაორგანიზებით ხორციელდება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics