10:35 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-06 11:49:23, 1449 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის 5 წლის იუბილე აღინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის 5 წლის ანგარიშის პრეზენტაციას მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების ხელშეწყობას ახდენს და სახელმწიფოსა და ფერმერს შორის არსებული შუა რგოლია.

ღონისძიებაზე მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლების საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი საქმიანობა რეგიონებში, აგრარული სექტორის განვითარების ხელშემწყობია.

„სწორედ თქვენი მუშაობით სამინისტრომ ბოლო წლებში შეძლო რთულ ამოცანებთან და გამოწვევებთან გამკალვება, რისთვისაც მადლობას გიხდით, თუმცა, წინ ახალი გამოწვევები გვაქვს. ჩვენ, ევროკავშირის მხარდაჭერით ექსტენციის ახალი სტრატეგია მივიღეთ. მისი დიდი ნაწილი სწორედ საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის გაძლიერებასა და ახალ ეტაპზე გადასვლას ისახავს მიზნად. თქვენ, რეგიონებში ფერმერებს უწევთ დახმარებას და კონსულტაციას, რათა მათი საქმიანობა იყოს მეტად ეფექტიანი. ასევე, ეხმარებით სამინისტროს დაგეგმილი პროექტების შესახებ ფერმერი დროულად იყოს ინფორმირებული, რაც აგრარული სექტორის განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის ქსელი 2013 წელს ჩამოყალიბდა. მასში 9 რეგიონალური სამმართველო და 45 საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახური შედის, რომლის თანმშრომლები ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით,  ათასობით ფერმერს  კონსულტაციას უწევენ და მათ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროექტების შესახებ აწვდიან ინფორმაციას.

ღონისძიებას ყველა რეგიონის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურისა და რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომელთაც წარმატებული საქმიანობისათვის სიგელებიც გადაეცათ.

5 წლის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics