2018-05-06 11:01:49, 1785 ნახვა
სამართალი
ზუგდიდში საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსის 4 მძღოლი დააკავეს
ზუგდიდში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსის 4 მძღოლი დააკავეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 126-ე - ძალადობის და 150-ე - იძულების მუხლით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლები კერძო სადგურების დახურვას მოითხოვენ. ისინი უკვე მეორე დღეა გაფიცულები არიან და საპროტესტო აქციებს მართავენ.
სხვადასხვა ავტოსადგურის მძღოლები ერთმანეთს გუშინ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ავტორი: ,