|
2014-12-31 14:26:07, 4321 ნახვა
მსოფლიო
ლიტვა ხვალიდან ევროზე გადადის
ლიტვის რესპუბლიკა ხვალიდან ევროზე გადადის. ლიტვის ფინანსთა მინისტრის რიმანტას შაჯუსის განცხადებით, ამ ნაბიჯით ლიტველები მეტ კეთილდღეობას დაინახავენ. „ჩვენ ვსხდებით მაგიდასთან, რომელთანაც 19 სახელმწიფო ევროზონის უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტს და რომელშიც 300 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენი ეროვნული გრძნობები უნდა იყოს დაკმაყოფილებული, რადგან ჩვენი ავტორიტეტი ამ ნაბიჯით გაიზრდება“, - განაცხადა შაჯუსმა. მინისტრისთვის ეროვნულ ვალუტასთან ლიტთან დამშვიდობება უჭირს, თუმცა მისი თქმით, ევორნულმა ვალუტამ საკუთარი რესურსი ამოწურა. „ევრო არ არის საოცრება, რომელიც ქვეყნის ცხოვრებას გააუმჯობესებს, თუმცა ევროს გამოყენებით, ლიტვის ეკონომიკური პერსპექტივები ბევრად გაუმჯობესდება“, - განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ევროზონაში ამჟამად ევროკავშირის 19 ქვეყანაა გაერთიანებული. მათ შორის პოსტსაბჭოთა ორი ქვეყანა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)