12:01 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-05 16:36:25, 2203 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: ევროკავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც საქართველო, მისი ისტორიული ნაწილი შეუერთდება

საქართველოს პრესიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში გამართულ ,,ევროპის დღეები - 2018 - ში" მიიღო მონაწილეობა და ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და მიღწევებზე ისაუბრა.

,,ევროპა შედგა, როგორც ერთერთი ყველაზე ძლიერი კავშირი. და ეს კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც საქართველო, რომელიც მისი ბუნებრივი, ისტორიული ნაწილი იყო შეუერთდება ევროპას  და ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წვერი გახდება.

ორი, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ევროპულ ცივილიზაციაში - ეს არის ინდივიდუალიზმი და ამ ინდივიდუალიზმის ერთიან საოზგადოებაში, ერთიან პროცესში შენარჩუნების თავისუფლება.

ჩვენ ბუნებრივად ამ კულტურის ნაწილი ვართ და დღეს მე ვულოცავ ყველა იმ თავისუფალ ადამიანს, რომელიც იღწვის იმისთვის, რომ შედეგეს თავისუფალი  საქართველო, შედგეს  თავისუფალი ევროპა და საქართველო იყოს ამ ევროპის ნაწილი.

ევროპის ქვეყნები ძალიან სერიოზულ დახმარებას და მხარდაჭერას უწევენ საქართველოს, კიდევ უფრო ნათლად ეს მხარდაჭერა  იქნება ნაჩვენები ჩვენთვის 26 მაისს, როდესაც ჩვენ ევროპელ თანამოაზრეებთან ერთად ამაყად აღვნიშნავთ პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ევროპის დრეები საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ტარდება და მიზნად ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებასა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობა გაზრდაა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ მოწყობილი „ევროსოფელი“ დაათვალიერა, სადაც დამთვალიერებლებს სხვადასხვა შემეცნებით, გასართობ და სპორტულ აქტივობაში ჩაერთვის შესაძლებლობა ჰქონდათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics