10:35 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 15:27:27, 1532 ნახვა

საზოგადოება
საქართველო „კარიტას ევროპას“ რეგიონალურ კონფერენციას მასპინძლობს

7-9 მაისი, თბილისი - „კარიტას ევროპას“ (Caritas Europa) რეგიონული კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ევროპის 40 ქვეყნის კარიტასის ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კონფერენიციის მონაწილეები - ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოხალისეებისგან და  ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან შემდგარი 150 კაციანი დელეგაცია -  ახალგაზრდების პრობლემებს განიხილავენ. აგრეთვე შეიმუშავებენ გასაჭირში მყოფი ადამიანების დასახმარებლად მოხალისეობის განვითარების გზებს.  

7 მაისი - 11:30-ზე გაიმართება პრესკონფერენცია, თემაზე „საქველმოქმედო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა“. 14:30 -ზე გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან: იტალიის რესპუბლიკის ელჩი, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი, ასევე მთავრობის წარმოამდგენლები.

8 მაისი -  16:00-ზე ევროპელი ახალგაზრდები და ქართველი მოხალისეები თბილისის ქუჩებში აქციას მოაწყობენ,  სლოგანით: „გააზიარე გამოცდილება“. აქციის მიზანი საქართველოში მოხალისეობის და საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

9 მაისი - მონაწილეები „საქართველოს კარიტასის“ მიმდინარე პროექტებსა და საქველმოქმედო საქმიანობას გაეცნობიან. აგრეთვე, შეაჯამებენ კონფერენციის შედეგებს.

„კარიტას ევროპა“ 46 ევროპული ქვეყნის 49 კარიტასის ორგანიზაციების გაერთიანებაა. „კარიტას ევროპის“ წევრი ორგანიზაციები გასაჭირში მყოფ ხალხს ეხმარებიან, როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლბს გარეთ.

საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი 1994 წელს დაარსდა. ორგანიზაცია 1998 წლიდან „კარიტას ევროპას” (Caritas Europa) წევრია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics