10:35 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 14:00:36, 1472 ნახვა

საზოგადოება
EMC მეტროს მემანქანეების გაფიცვის გადადებაზე სასამართლო განჩინებას ასაჩივრებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), „ერთობა 2013“-ის სახელით გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დასაქმებულთა გაფიცვის 30 დღის ვადით გადადების შესახებ.

„EMC მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება მეტროს მემანქანეთა გაფიცვის გადადების თაობაზე მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით იქნა მიღებული, ვინაიდან სასამართლომ ვერ უზრუნველყო მხარეთა შეჯიბრებითი პროცესის წარმართვა და გადაწყვეტილების მიღება გაფიცვის კონსტიტუტუციური უფლებით სარგებლობასა და საჯარო სიკეთის დაცვის მიზანს შორის სათანადო შეპირისპირების საფუძველზე.

აღნიშნული შემთხვევა ასევე აჩვენებს საპროცესო კანონმდებლობის მნიშვნელოვან ხარვეზებს, რამდენადაც გაფიცვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობისა და შრომითი დავების სპეციალური მოწესრიგების საჭიროების მიუხედავად, საპროცესო კანონმდებლობა არ მოიცავს ასეთი დავების განხილვისა და გადაწყვეტის სპეციფიურ რეგულირებას" -წერია განცხადებაში.

 განცხადების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://emc.org.ge/ka/products/emc-metros-tanamshromelta-gafitsvis-gadadebis-taobaze-sasamartlo-ganchinebas-asachivrebs

შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ნაწილი სატრანსპორტო კომპანიისგან ხელფასის 45%-მდე გაზრდას ითხოვს. მემანქანეები, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შემდეგი 30 დღის განმავლობაში აღარ გაიფიცებიან. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics