|
2018-05-03 19:12:52, 2205 ნახვა
პოლიტიკა
26 მაისს საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სატელეფონო საუბრისას, რომლის ინიციატორი სომხეთის პრეზიდენტი იყო, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველო - სომხეთის ურთიერთობები. საქართველოს პრეზიდენტს არმენ სარქისიანმა ინფორმაცია მიაწოდა სომხეთში არსებული ვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მეზობელი სახელმწიფოს კეთილდღეობა. არმენ სარქისიანმა გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას, დაადასტურა საქართველოში ვიზიტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით 26 მაისს შედგება. სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სიამოვნებით ეწვევა საქართველოს და გაიზიარებს ქართველი ხალხის საზეიმო განწყობას.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)