09:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 15:03:06, 1449 ნახვა

საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღსა და წავკისის წყლის ხეობაში ველობილიკი და საფეხმავლო გზა მოეწყობა

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და წავკისის წყლის ხეობაში ველობილიკისა და საფეხმავლო გზის გაყვანა იწყება. ამის შესახებ კულტურული და შემოქმედებითი ხელოვნების პლატფორმის პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი ფონდ „ქართუს“ საჩუქარია. 

„მალე  ჩვენ ვიწყებთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. ბოტანიკური ბაღისა და წავკისის წყლის ხეობაში გაკეთდება ველობილიკი და საფეხმავლო გზა, რომელიც თანამედროვე სტანდარტის იქნება და მგონია, რომ ამ ადგილს მისცემს კიდევ ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ ის სწორად იყოს გამოყენებული. ამ პროექტს საჩუქრად ფონდი „ქართუ“ უკეთებს დედაქალაქს და ამისათვის მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ პრეზენტაცია ამჟამად ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მიმდინარეობს. ღონისძიებას ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics