|
2018-05-03 14:07:39, 1284 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს მეირ შაბათს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო განიხილეს და მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ქვეყნებს შორის უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე იქნება ორიენტირებული. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანის გარდა შეხვედრები თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული უსაფრთხოების შესწავლის ინსტიტუტში გამართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)