|
2018-05-03 13:51:58, 1599 ნახვა
სამართალი
112-ს აშშ-ის დელეგაცია ესტუმრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს აშშ-ს ევროპული სარდლობისა და აშშ-ს არმიის სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო მზადყოფნის (CMEP) შემფასებელთა დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო საგანგებო სიტუაციებისას სახელმწიფო უწყებების ფუნქციებისა და მათი როლის განსაზღვრა, ასევე, კოორდინაციის მექანიზმის შეფასება. „112“-ის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარებისა და ცენტრის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სტუმრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკას გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს ევროპული სარდლობისა და აშშ-ს არმიის სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო მზადყოფნის (CMEP) შემფასებელთა დელეგაციის წევრები საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცესში მათი შესაძლებლობები და ფუნქციები განიხილეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)