09:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 13:55:18, 1390 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი ქართულ მედიას პრესის თავისუფლების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ მედიას პრესის თავისუფლების დღეს ულოცავს.

„გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს. თქვენი მისიის ფორმულა მარტივია - დემოკრატია არ არსებობს თავისუფალი მედიის გარეშე.

იმისთვის, რომ შევქმნათ ჯანმრთელი და ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება თქვენი მოღვაწეობა.

დემოკრატია არ არსებობს თვითმმართველობის გარეშე, ადგილებზე დემოკრატიის გარეშე. და ამ თვალსაზრისით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რეგიონული მედიის აქტიურობა.

ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების, დემოკრატიულობის პროცესი იწყება რეგიონებიდან და პატარა ქალაქებიდან. იქ წარმართული ჯანმრთელი დემოკრატიული პროცესი განაპირობებს დედაქალაქში მიმდინარე საერთო, ეროვნულ, დემოკრატიულ პროცესს.

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჟურნალისტს, რომლებიც წლებისა და ათწლეულების განმავლობაში ამ მნიშვნელოვან მისიას ემსახურებიან“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics