09:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 11:11:14, 1503 ნახვა

საზოგადოება
საქართველო 2021 წელს კულტურული მარშუტების ევროპულ ფორუმს უმასპინძლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 2021 წელს კულტურული მარშუტების ევროპულ ფორუმს უმასპინძლებს.

კვირიკაშვილის განცხადებით, ფორუმს ევროსაბჭოს 32 წევრი ქვეყანა დაესწრება.

„აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს კულტურული მარშუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების მმართველი საბჭოს შეხვედრაზე მიიღეს. 32 წევრი ქვეყანა დაესწრება ფორუმს, ეს იქნება 300-მდე მოწვეული სტუმარი. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ჩვენი ქვეყნის წარმოჩენისთვის, მისი მემკვიდრეობის გაცნობისა და ფორუმში მონაწილე ქვეყნებთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, ეს ფორუმი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იბიეის ბიურო გეგმავს ახალი ინიციატივის, ქვეყნებში კულტურული მარშუტების რუკების შემუშავებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ 2018 წელს უკვე საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც განხორციელდება კულტურული მარშუტების შესახებ კვლევა და რუკის შემუშავება- მეფინგი. ეს არის კულტურული მიმართულებით საქართცველოს ნამდვილი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში, როდესაც საქართველოს კულტურული მნემკვიდრეობიები სრულად იქნება დატანილი ევროპის კულტურულ რუკაზე. დარწმუნებული ვარ ევროპის მხრიდან იქნება აბსოლუტური აღიარება, რომ საქართველო თავისი კულტურით ჭეშმარიტად ევროპის ნაწილია”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics