09:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 10:52:23, 1526 ნახვა

საზოგადოება
პროფესიული განათლების ახალი სისტემა შეიქმნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მთავრობა "პროფესიული განათლების შესახებ" კანონპროექტს განიხილავს.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ცვლილებები პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნას გულისხმობს.

კერძოდ, პრემიერის თქმით, ცვლილებების თანახმად, პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაცია მოხდება.

"ანუ ჩნდება ატესტატის მიღების და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა. ცვლილებები ასევე ქმნის პროფესიული განათლების საფეხურზე მიღებული კრედიტების უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩათვლის შესაძლებლობას, მოხდება სამუშაოზე დაფუძნებული ე.წ. დუალური სწავლების ფორმის განსაზღვრა და მისი პრიორიტეტიზაცია. ცვლილებები ასევე აჩენს ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას", - აღნიშნა პრემიერმა. გიორგი

მისივე თქმით, ჩამოყალიბდება პროფესიული მომზადების და გადამზადების სისტემა, არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ზრდასრულთათვის.

"განხორციელდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები , რომელთა მიზანი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კვალიფიკაციის მინიჭება, ხოლო მეორე შემთხვევაში ცალკეული კომპეტენციების განვითარება, ცოდნის გაღრმავება, გადამზადება და ა.შ. დაინერგება ინკლუზიური განათლების სისტემური მიდგომები, სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, მათ შორის სწავლის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის მომსახურების გაწევის უფლება მიენიჭებათ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდება მასწავლებლის მომზადების კარიერული წინსვლის სისტემა, იქმნება არაფორმალური და ფორმალური განათლების აღიარების შესძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერმა და აქვე აღნიშნა, რომ კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics