07:07 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 20:02:39, 1376 ნახვა

კომენტარი
ინაშვილი უმრალესობას: პირში გეუბნებით, რომ თქვენი აზროვნებით ხართ ბოლშევიკები!

როცა ადამიანი არ იმყოფება, მასზე აუგი არ უნდა თქვა. ადამიანს ყველაფერი პირში უნდა უთხრა. მე თქვენ პირში გეუბნებით, რომ თქვენი აზროვნებით ხართ ბოლშევიკები - აი, მდინარაძის ჯგუფი!- ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. 

მან პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესაც მიმართა და აღნიშნა, რომ  დღევანდელი მისი საქციელი, პოლიტიკური კულტურის გააზრებისგან შორს დგას. 

ირმა ინაშვილმა მიმართა დეპუტატებს, რომ მათი ადეიშვილიზაციის სიმპტომებს ხედავს.

„გული მტკივა, ვწუხვარ ამ ქვეყანაზე. არ მეპარება ეჭვი, რომ თქვენც თავისებურად წუხხართ და გული გტკივათ. მიხეილ სააკაშვილიც ამბობდა, მიყვარს საქართველო და სიყვარულით გაწამებთო. ეს არ მინდა, რომ დაგემართოთ და იმ სიმპტომებს, რასაც თქვენში ვხედავ – ადეიშვილიზმის სიმპტომებს, ახლავე მინდა შემოგიძახოთ, რომ განიავდით ცოტა, განიავდით და მიხვდით, ოპოზიცია რასაც გეუბნებათ, ამაში არავითარი პიროვნული მიუღებლობა არ არის. ამაში არის პრობლემის დაყენება და ამაზე საჯაროდ ლაპარაკი აუცილებელია, სანამ დაფორმირდებით სააკაშვილებად და ადეიშვილებად, რა მისწრაფებაც გაქვთ და სიმპტომებიც.

მე მინდა, ჩვენს საზოგადოებას თქვენი სახელით მოვუხადო ბოდიში, რადგანაც ქართველი ხალხი, გატანჯული, დაღლილი, დამცირებული, მოტყუებული არაერთგზის თქვენ მიერ, რომ სამართლიანობას აღადგენთ დღეს, ამ ქაოსს არ უნდა უყურებდეს და კონკრეტულ პროგრამებს უნდა ისმენდეს ხალხი, ჩიხიდან როგორ გამოიყვანთ ამ ქვეყანას. მაგრამ ქვეყანა კი არ გადარდებთ თქვენ. თქვენი სავარძლების და ძალაუფლების შენარჩუნება გინდათ. აი, ეს არის თქვენი საქართველო და ეს საქართველო აუცილებლად გიპასუხებთ იმით, რომ ამ სკამებს დაკარგავთ“, – მიმართა ინაშვილმა კოლეგებს.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა,  პრეზიდენტი არაფერს განსაკუთრებულს არ ითხოვდა, გარდა იმისა, რომ დეპუტატებთან დებატებში ჩართვის და დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მისცემოდა. 

“ეს მოგწონთ, რაც ახლა ხდება, როცა მხოლოდ საკუთარ თავს უსმენთ?! ჩვენ კარგად ვიცით, როგორც მთავრდება ეს უზურპატორული თვისებები“, - განაცხადა ინაშვილმა. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა დებატების კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელება მოითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნა, რომ ეს რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და განაცხადა, რომ დარბაზში იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ დისკუსიაში ჩართვის საშუალება მიეცემოდა. პარლამენტმა რეგლამენტის შეცვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რეგლამენტის შეცვლის მომხრე 28 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი, 50. შესაბამისად, დებატების პრეზიდენტის გარეშე გაგრძელდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics