10:53 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 18:54:19, 2364 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა საკუთარი ჯანმრთელობის ცნობა თავად დაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2015 წელს ჯანმრთელობის ცნობა თავად დაწერა, - ამის შესახებ CNN იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 2015 წელს, დონალდ ტრამპმა თავისი ექიმის ჰაროლდ ბორნშტეინის სამედიცინო ბარათი დაარედაქტირა და მას სთხოვა, ცნობაზე ხელი მოეწერა.

"ის ყველაფერს კარნახობდა. მე მონაწილეობას არ ვიღებდი. უბრალოდ ვეუბნებოდი, შესაძლებელია ამის თქმა ასე, თუ არა", - აღნიშნა ექიმმა.

მისი თქმით, დოკუმენტი ყოველთვის იწვევდა ეჭვს, რადგან არაპროფესიონალური ტერმინებით იყო დაწერილი.

მედიის ცნობით, სამედიცინო ბარათში ეწერა, რომ პრეზიდენტობის მაშინდელი კანდიდატის ფიზიკური ძალა და გამძლეობა "ექსტრაორდინალურია" და რომ ტრამპის არტერიუალური წნევა "იდეალური" იყო.

ცნობისთვის, ტრამპმა სამედიცინო გამოკვლებვა პრეზიდენტობის რანგში პირველად მიმდინარე წლის 12 იანვარს ჩაიტარა. მაშინ ექიმმა განაცხადა, რომ "ის სრულად ჯანმრთელია".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics