12:01 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 18:01:49, 1761 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის შემდეგ, დებატები საპარლამენტო უმცირესობამაც დატოვა

პარლამენტში მიმდინარე დებატები პრეზიდენტის შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობამაც დატოვა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, უმრავლესობის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც მხარი არ დაუჭირა რეგლამენტის ცვლილებას და  პრეზიდენტს დარბაზში დაბრუნების საშუალება არ მისცა, საპარლამენტო უმცირესობასაც მიზანშეუწონლად მიაჩნია დებატებში მონაწილეობა.

„ჩვენი დღევანდელი დებატი რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური დებატები საპარლამენტო სუბიექტებს შორის, მაგრამ ყველას გვესმის, რომ დღეს არ არის ჩვეულებრივი საპარლამენტო დისკუსია უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში. დღეს შექმნილია არაორდინალური პოლიტიკური სიტუაცია და შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში, უმრავლესობის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც მხარი არ დაუჭირა იმ ფორმატს, რომელიც საშუალებას მოგვცემდა პრეზიდენტი დაბრუნებულიყო და მონაწილეობა მიეღო ამ ფორმატში, საპარლამენტო უმცირესობასაც მიზანშეუწონლად გვეჩვენება დებატებში მონაწილეობის გაგრძელება. ამიტომ, დებატებში მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ. იმედს ვიტოვებთ, რომ ხვალინდელი დღიდან ასეთივე პრინციპულები იქნებით რეგლამენტის შესრულებაში, მაშინ როდესაც საკითხი შეეხება მინისტრების მობრძანებას პარლამენტში“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა დებატების კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელება მოითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნა, რომ ეს რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და განაცხადა, რომ დარბაზში იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ დისკუსიაში ჩართვის საშუალება მიეცემოდა. პარლამენტმა რეგლამენტის შეცვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რეგლამენტის შეცვლის მომხრე 28 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი, 50. შესაბამისად, დებატების პრეზიდენტის გარეშე გაგრძელდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics