2018-05-02 17:28:18, 1902 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა მარგველაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა - დებატები პრეზიდენტის გარეშე გრძელდება
პარლამენტმა რეგლამენტის შეცვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
რეგლამენტის შეცვლის მომხრე 28 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი 50.
ცნობისთვის ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა დებატების კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელება მოითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნა, რომ ეს რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა.
ამის შემდეგ პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და განაცხადა, რომ დარბაზში იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ დისკუსიაში ჩართვის საშუალება მიეცემოდა.
ავტორი: ,