|
2018-05-02 16:21:17, 1462 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები პარლამენტში მიმდინარე დებატებს არ ესწრებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები პარლამენტში მიმდინარე დებატებს არ ესწრებიან. მათ საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ დატოვეს. დებატებს არ ესწრებიან ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. დებატების დაწყების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას მთავრობის წარმომადგენლები ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამ გააკრიტიკა: „ჩვენმა მთავრობამ ფორმალურად მოგისმინათ, აიკრიფნენ და წავიდნენ, ეტყობა საქართველოს პრობლემების გადასაწყვეტად გაეშურნენ თბილისში. არ არის ეს ნორმალური. როდესაც პარლამენტში, პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ მობრძანდება, ჩვენს შორის - პარლამენტს, პრეზიდენტს და მთავრობას შორის უნდა გაიმართოს საგნობრივი, სერიოზული საუბარი და მთავრობა ასე გაქცეულია დარბაზიდან, ნამდვილად არ არის ეს მოსაწონი. შეგახსენებთ პარლამენტის წევრებო, რომ აღვადგინოთ მთავრობის საათი, სირცხვილია, რისთვის არის პარლამენტი და მთავრობა, თუ ერთმანეთს არ ელაპარაკება“, - განაცხადა მარშანიამ.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)