12:01 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 13:28:41, 1574 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: თვითგადარჩენის ინსტიქტის ტოლფასია, რომ უშიშროების საბჭო და მსგავსი ინსტიტუტები არ გავაუქმოთ

ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია ის პოლიტიკა, რომელიც ხორციელდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თვითგადარჩენის ინსტიქტის ტოლფასია, რომ უშიშროების საბჭოს მსგავსი ინსტიტუტები ქვეყანაში არ გაუქმდეს.

„რუსეთთან ამ ვითარებაში მყოფი ქვეყანა აუქმებს პოლიტიკურ ორგანოს, სადაც უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თაობაზე. აუქმებს უშიშროების საბჭოს, ყველა პოლიტიკურ კონტექსტს რომ თავი დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტიქტის ტოლფასია, რომ ჩვენ ასეთი ინსტიტუტები არ გავაუქმოთ და ამ თემებზე მაინც ვიყოთ გაერთიანებული და გვქონდეს ნათელი ხედვა, რომ ჩვენი სამშობლოს დასაცავად ყველანი ერთიანი ვართ. ჩემთვის გასაოცარი იყო, როდესაც 2015 წელს მე გამოვაცხადე დისკუსიები ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში და ყველა პარტია, ყველა ინტერესჯგუფი მოვიდა და ყველასთან მქონდა შესაძლებლობა დიალოგი მეწარმოებინა და ,,ქართულმა ოცნებამ’’ ამ დიალოგს ზურგი შეაქცია. საერთოდ იგნორირება და ზურგის შექცევა ისეთი თემების მიმართ, რომლებიც ჩვენი გამაერთიანებელი უნდა იყოს და რომელშიც არ უნდა იყოს განსხვავებული პოზიცია ჩემი აზრით არასწორია“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics