12:01 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 13:02:15, 1423 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: თავისუფალი ვაჭრობა ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკის გაძლიერების პერსპექტივებს აუმჯობესებს

„თავისუფალი ვაჭრობა ზრდის და აუმჯობესებს ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკის გაძლიერების პერსპექტივებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიმდინარეობს ეფექტური თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან,  მათ შორის თავდაცვის სფეროში და არის ძალიან საინტერესო სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია.

მანვე განმარტა, რომ ინვესტორების და  მათი ინეტერსების დაცვა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში მეტი ინვესტორი შემოვიდეს.

„იწყება მოლაპარაკებები და შეიძლება დაიწყოს, და სერიოზულად გაღრმავდეს მოლაპარაკებები თვისუფალი ვაჭრობის მიმართულებით. ამ თვალსაზრისით, მინდა აღვნიშნო, რომ ინვესტორების და  მათი ინეტერსების დაცვა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებებიც წარმატებულად გაგრძელდეს და მეტი ინვესტორი შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. საერთოდ თავისუფალ ვაჭრობას თუ შევხედავთ, ჩვენ აქ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს, იმიტომ რომ რეალურად ვიწყებდით მაშინ, როგორც ქვეყანა, რომელსაც დაახლოებით 200 მილიონიან ბაზართან ჰქონდა თავისუფალი ვაჭრობა და დღეს საქართველოს 2 მილიარდიან ბაზარზე შეუძლია თავისუფალი ვაჭრობით გაიტანოს თავის პროდუქცია და ეს პოზიტიურია, და ეს წინაპირობაა ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღების და გამოსწორების, იმიტომ რომ იმ სტრატეგიულ ფუნქციასთან ერთად, რომელიც საქართველოს განსაზღვრული ჰქონდა, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, თავისუფალი ვაჭრობა კიდევ უფრო ზრდის და აუმჯობესებს ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკის გაძლიერების პერსპექტივებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics